საზოგადოება

ნატო დუმბაძე: არ დამიწყოთ ახლა, აი შენი „ოცნებაო“

Nusagi

2018 წლის ზაფხულში ევროში აღებული სესხი (კურსი 2.87), მთელი 39%_ით გამიძვირდა (დღეს ევროს კურსი 3.95 დან ზევით არის) ,-ამის შესახებ [როდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„და ამ პენდემიის დროს, აბსოლიტურად შემოსავლების გარეშე დარჩენილებმა, ვითომდა ამოვისუნთქეთ, სესხების ვადის გადაწევის შეღავათით და საბოლოოდ, 6 თვის მანძილზე ბანკისთვის მარტო %_ების გადახდის ფაქტის წინაშე დავდექით. ანუ, იმის გამო, რომ ბანკმა სესხის გადახდის ვადა გადამიწია, მომდევნო 6 თვე ჩემი გადახდილი თანხის 100% ბანკის სასარგებლოდ %_ში მიდის და არც ერთი თეთრი არ აკლდება სესხის ძირს.

გამოდის, რომ ბანკს არანაირი შეღავათი არ გაუკეთებია ჩემთვის და იმ უამრავი ადამიანისთვის, ვისაც სესხის გადახდის ვადა გადაუწიეს. პირიქით, არსებული სესხებიდან კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე თავიდან იყო გაწერილი ხელშეკრულებით.

კარგია, რომ სახელმწიფო ასუბსიდირებს, იპოთეკური სესხების %-ს, რომლითაც ალბათ მხოლოდ ის ადამიანები ისარგებლებენ, რომელთაც ამის კრიტიკული საჭიროება არ გააჩნიათ. ისარგებლებს ის, ვისაც ამ რთულ დროს ბინის ყიდვის უნარი აქვს. გვერდით რჩება ის ხალხი, რომლებმაც წლების ნაშრომი ჩადეს უკვე არსებულ იპოთეკურ სესხებში და ახლა ამ ყველაფრის დაკარგვის რისკის წინაშე დგანან.

იქნებ სესხებიც დაასუბსიდირონ და ცოტა ამოგვასუნთქონ! ანუ ეს ფორსმაჟორში არ გადის?!

არ დამიწყოთ ახალა, „აი შენი ოცნებაო“… დიახ, „ოცნება“ რომ არის, იმიტომ შემიძლია ასე თავისუფლად მსჯელობა“,-წერს ნატო დუმბაძე ფესისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,162 ნახვა
%d bloggers like this: