საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე – „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დღეიდან აქტიურად შეუდგება ქალაქში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას

Nusagi

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ ისინი დღეიდან აქტიურად შეუდგებიან ქალაქში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას. ჩაკვეტაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით, მსურს, გამოვეხმაურო თბილისის მერისა და პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინიციატივებს. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერმა თხოვნით მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, აღასრულონ ვალდებულება და კანონით დადგენილ ვადაში, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 17 დღეში, უზრუნველყონ თავიანთი სააგიტაციო პლაკატების დემონტაჟი.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მზად არის ამ ვალდებულების შესრულებისთვის და დღეიდანვე, აქტიურად შევუდგებით ქალაქის ქუჩებში კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლებას. მოვუწოდებთ სხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა დროულად დავუბრუნოთ ქალაქს ჩვეული იერსახე“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში.

„ვირუსის გავრცელების პირველი ტალღისას, მერიისა და უშუალოდ მერის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროგრამა განხორციელდა. მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ხდებოდა ოჯახებისთვის სურსათის დარიგება, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებისთვის პროდუქტების მიწოდება თუ სხვა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში. ჩვენი ინიციატივით შეიქმნა მოხალისეთა ერთიანი შტაბი, რომელშიც 3000-ზე მეტი მოხალისე დარეგისტრირდა. მარტიდან მოყოლებული დღესაც ასობით მოხალისე თბილისსა და რეგიონებში მონაწილეობს პროდუქტების დარიგებაში, საინფორმაციო კამპანიებსა და სხვადასხვა აქტივობებში. ახალგაზრდები ეხმარებიან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ახალგაზრდული ორგანიზაცია, როგორც პირველი ტალღის დროს, დღესაც მზად არის და სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას თბილისის მერიის მიერ სურსათის დარიგების პროგრამაში და ნებისმიერ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც შეიძლება სხვადასხვა უწყებებს დასჭირდეთ.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა, ახალგაზრდებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც მოხალისეობრივ საქმიანობაში სურს მონაწილეობა, შემოგვიერთდეს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,957 ნახვა
%d bloggers like this: