მედიცინა

დღეს ჩემს ოჯახს აქვს რთული დღე, გარდამეცვალა ოჯახის წევრი და ჟურნალისტები არ ერიდებიან ამ მდგომარეობას

Nusagi

„მინდა გავაკეთო პირადი განცხადება, ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ არასწორია“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფაქტის გამოხმაურების გარეშე დატოვება არ შეუძლია.

„მე ვიაზრებ, რომ ვარ საჯარო პირი, შესაბამისად, ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერ კითხვა უნდა იყოს პასუხგაცემული, მაგრამ ვთვლი, რომ როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახს და ჩემს შვილებს, ეს არასწორია. დღეს ჩემს ოჯახს აქვს საკმაოდ რთული დღე, გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას ჩემს ოჯახზე. არ ვეხმაურები არცერთ სიუჟეტს, რომელიც ჩემზე გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ის, რაც დღესდღეობით მიმდინარეობს, დასაგმობია საზოგადოების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს“,-განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,342 ნახვა
%d bloggers like this: