პოლიტიკა

ეკა ბესელია: მართლმსაჯულება მანიპულაციისა და ზემოქმედების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა

Nusagi

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ ნიკა მელიასა და „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების განახლებისა და კვლავ დროებით გადადების საკითხს გამოეხმაურა. 

ეკა ბესელიას შეფასებით, მმართველმა გუნდმა იაფფასიან მითოდს მიმართა.

ბესელიას განცხადებით, მმართველი ძალა ცდილობს შექმნას სურათი „თუ თქვენ არ გინდათ მოლაპარაკებაზე წამოსვლა ალტერნატივა სასამართლო პროცესია“.

„ყველაზე მთავარი აქ ის კი არ არის რომელი რიცხვი და რომელი თარიღი დასახელდება, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია და პრობლემურია ის, რომ მართლმსაჯულება არის როგორც მანიპულაციის და ზემოქმედების ყველაზე ეფექტიანი საშუალება დღეს „ქართული ოცნების“ ხელში.

ხელისუფლება, რომელიც მანიპულირებს ოპონენტების წინააღმდეგ და მართლმსაჯულებას იყენებს როგორც იარაღს, სწორედ ეს არის პრობლემა, რომელსაც დიდ სურათში ხედავს ყველა ჩვენი პარტნიორი. რომელ რიცხვში ჩაინიშნება პროცესი ამას არ აქვს მნიშვნელობა, ერთიანად მოხდა თარიღების დასახელება, რაც არ იყო შემთხვევითი. ბუნებრივია, ასეთი დამთხვევა არ ხდება ხოლმე“, – აღნიშნა ბესელიამ სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით.

ამასთან, განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში ნიკა მელიამაც. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სასამართლო პროცესი გადაიდო და ამის შესახებ მის უფლებადამცველს დაურეკეს.

„მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს“, – აცხადებს მელია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,348 ნახვა
%d bloggers like this: