თურქეთში გაჩერებებზე ეკრანი დამონტაჟდა, რომელიც პირბადის გარეშე მყოფ ადამიანებს დააფიქსირებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავტობუსის გაჩერებაზე სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო. მისი საშუალებით მოხერხდება პირბადის გარეშე მყოფი ადამიანების მარტივად ამოცნობა და სარეკლამო პანელზე გამოჩენა
„სისტემა აფიქსირებს ყველას, ვისაც პირბადე არ უკეთია და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში ეკრანზე კორონავირუსის ნიშნით დაიფარება მათი სახეები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ყველას ვისაც პირბადე არ ეკეთება ჯარიმა დაეკისრება.
Facebook Comments