საზოგადოება

ინაშვილი კობა დავითაშვილზე: მაშინაც კი არ გახდა შემგუებელი, როცა ფიზიკური ძალები არ ჰყოფნიდა

Nusagi

„ვწუხვარ იმის გამოც, რომ სიცოცხლეში ვერ მოესწრო არა კერძო, არამედ საზოგადოდ სამართლიანობის აღდგენას“, – ასე გამოეხმაურა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის გარდაცვალებას.

ინაშვილის თქმით, ის წუხს იმის გამოც, რომ დავითაშვილი სიცოცხლეში ვერ მოესწრო არა კერძო, არამედ საზოგადოდ სამართლიანობის აღდგენას.

„ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს მისი სული! მაშინაც კი არ გახდა შემგუებელი, როცა ფიზიკური ძალები არ ჰყოფნიდა. ვაფასებ! გული მტკივა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ვწუხვარ იმის გამოც, რომ სიცოცხლეში ვერ მოესწრო არა კერძო, არამედ საზოგადოდ სამართლიანობის აღდგენას.

ჩემთვის კობა დავითაშვილი მაგალითია. მაგალითი იმისა, რომ უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, სულის მხნეობა ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ! და უნდა ვიმოქმედოთ! ამ ფოტოზე ის წამია ასახული, როცა მეკითხება: „არის შანსი, რომ პარლამენტმა რეზოლუციას კენჭი არ უყაროს?“ კენჭი უყარეს! არ მიიღეს!“, – აცხადებს ინაშვილი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. დავითაშვილს ბეხტერევის დაავადება ჰქონდა. ბოლო დღეებში ის საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. დავითაშვილი პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი იყო.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,057 ნახვა
%d bloggers like this: