პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ალადაშვილის კლინიკაში აცხადებენ, დავითაშვილი დღეს დილით დაიღუპა.
„მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა“, – განაცხადეს კლინიკაში.
კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. პოლიტიკოსი თავის ავადმყოფობას წინა ხელისუფლების დროს, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას უკავშირებდა.
ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.
Facebook Comments