პოლიტიკა

გია ვოლსკი: წამოიდგინეთ, „ქართული ოცნება“ გვერდზე რომ გაიწიოს, ესენი რას უზამენ ქვეყანას!

Nusagi

ნახეთ, რა კონგლომერატი შეიქმნა და ჰიპოტეტურად წამოიდგინეთ, “ქართული ოცნება“ გვერდზე რომ გაიწიოს, ესენი რას უზამენ ქვეყანას! – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვოლსკის აზრით, ახლა ორი სხვადასხვა ფასეულობის დაპირისპირება მიმდინარეობს.

“ერთი პედოფილიას უჭერს მხარს და პირდაპირ გვეუბნება, ფული პროსტიტუციით იშოვეთო. მტრის წინაშე შარვალჩახდილები დგანან. ასევე, როგორ შეიძლება ადამიანების ჯგუფმა “ევროპული საქართველო“ დაირქვას, რომელთა მმართველობის პირობებში ერთი ყავარჯნიანი კაცი მეორე კაცს აუპატიურებდა, რომ ჩვენება მიეღოთ. თუ ამას ევროპული სტანდარტი ჰქვია, მაშინ შემისწორეთ! ეს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აგინებდნენ, ახლა ერთად შეიკრიბნენ. აიღეთ ნინო ბურჯანაძის თემაც… ან დანარჩენი 25 პარტია ხომ პარტიაც არ არის – შეიკრიბნენ ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები და უნდათ ისე გავაკეთოთ, როგორი სურვილიც აქვთ. “ლელომ“ იმდენი მიიღო, რაც ჰქონდა. ბანკირების ადგილი პოლიტიკაში არ არის – იმ ბანკირების, ვისაც ხალხთან აქვთ საქმე. ამბობენ, ბიძინაც ხომ ბანკირია – “ქართუ ბანკი“ იპოთეკურ სესხებს არ გასცემს, მთლიანად დახმარებებსა და უშველებელი პროექტების კეთებაზეა გადასული, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,892 ნახვა
%d bloggers like this: