მედიცინა

გიორგი კამკამიძე: თენგიზ ცერცვაძის ადგილას რემდესივირს კი არა, კალიუმის ციანიდს მოვითხოვდი, ერთი პანჩური სჭირდება

Nusagi

ალერგოლოგი გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ინფექციური საავადმყოფოს მთავარ ექიმს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს აკრიტიკებს.

გიორგი კამკამიძის თქმით, ცერცვაძემ რემდესივირი კი არა, კალიუმის ციანიდი უნდა მოითხოვოს…

„თენგიზ ცერცვაძე – ეს გროტესკული არსება – კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს! მის ადგილას რომ ვიყო, რემდესივირს კი არ მოვითხოვდი, არამედ კალიუმის ციანატს! თვითონ ვერასოდეს მიხვდება და ერთი პანჩური სჭირდება ისტორიის ნაგავსაყრელზე გადასაგდებად. არ დავწერდი ამას, მართლა ყოველდღე რომ არ მიქონდეს სიკვდილს გაჭირვებით გამოზრდილი, ნალოლიავები ანგელოზების სიცოცხლეები! მორჩა! გაჩუმების და ხათრების და რავიცი კიდევ რის, დრო აღარ არის!!! უნდა შევაწყვეტინოთ რამენაირად ამ კაცს სიცოცხლესთან ბილწი თამაში. სასწრაფოდ გასაპანღურებელია სახელმწიფო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელობისაგან! კი ბატონო, მე პირადი დაპირისპირება მაქვს მასთან, ამიტომ კეთილი ინებეთ და სხვებმაც ამოიღეთ ხმა!!!“ – წერს გიორგი კამკამიძე.

აღნიშნულ პოსტი სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფეისბუქმომხმარებელთა აზრით, დღეს საზოგადოებისთვის ბევრმა უცნობმა ექიმმა მოინდომა ღირსეული ადამიანების ფონზე გაპიარება.

სოციალურ ქსელში კამკამიძის რამდენიმე ნაცნობმა დაწერა, რომ ის კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორია და თენგიზ ცერცვაძესთან მრავალწლიანი დაპირისპირება აქვს. მათივე თქმით, კამკამიძეს ცერცვაძისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიც აქვს და საკუთარ ფეისბუქგვერდზე მიშა მშვილდაძის მოწოდებებს აზიარებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,818 ნახვა
%d bloggers like this: