უცხოური მედია

ენტონი ფაუჩი: დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცება იჩქარა

WASHINGTON, DC - APRIL 09: National Institute of Allergy and Infectious Diseases Director Anthony Fauci attends the daily coronavirus briefing in the Brady Press Briefing Room at the White House on April 09, 2020 in Washington, DC. U.S. unemployment claims have approached 17 million over the past three weeks amid the COVID-19 pandemic. (Photo by Alex Wong/Getty Images)
Nusagi

აშშ-ს მთავარი ინფექციონისტი თვლის, რომ გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის დამტკიცება იჩქარა.

ენტონი ფაუჩის თქმით, ბრიტანულ მხარეს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ისე საფუძვლიანად არ შეუსწავლია, როგორც ამას ამერიკული რეგულატორი აკეთებს.

„მათ რამდენიმე დღე მოიგეს, თუმცა ვაქცინა ისე საფუძვლიანად არ შეუსწავლიათ, როგორც ამას FDA აკეთებს. ჩვენი რეგულატორი მონაცემებს დეტალურად ამოწმებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის მიღების გარანტია,“-აღნიშნა ფაუჩიმ.

აშშ-ს მთავარი ინფექციონისტის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი.

„გაერთიანებულ სამეფოს ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რეგულატორი და საუკეთესო მეცნიერები. თუ ისინი ამბობენ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და გამოყენებისთვის მზადაა, მე მათ ვენდობი,“-აღნიშნა გევინ იულიამსონმა.

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,061 ნახვა
%d bloggers like this: