პოსტები სოციალური ქსელიდან

კამკამიძე საშინლად ბოროტი წერილებით მთელ ჩვენს სამსახურს ესვრის ტალახს

Nusagi

რომ არა შიდსის ცენტრი და შენი მეუღლე მაია, შენ არაფერი იქნებოდი! იყავი და ხარ დიდი ნული, განსაკუთრებით როგორც ადამიანი,-ასე ეხმაურება ექიმი მარინა ამურველაშვილი „ნეოლაბის“ დირექტორის, გიორგი კამკამიძის ფეისბუქპოსტს, რომელშიც ეს უკანაკნელი პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს აკრიტიკებდა.

გიორგი კამკამიძე თავის სკანდალურ წერილში ცერცვაძეს ურჩევდა რემდესივირის ნაცვლად, ციანიდი მიეღო.

„მთელი დღეა მინდა გიორგი კამკამიძის იმ საშინელი პოსტის შესახებ დავწერო და ეხლა ძლივს მოვნახე დრო. არავინ იფიქროს , რომ თენგიზ ცერცვაძის დასაცავად ვწერ , მას არავის დაცვა არ სჭირდება, მე მივმართავ კამკამიძეს, როგორც ყოფილ თანამშრომელს, რადგან ის ამ მართლაც რომ გროტესკული და საშინლად ბოროტი წერილებით მთელ ჩემს სამსახურს ესვრის ტალახს.

ციანატი არა, გია, ციანიდი, ის ხომ ასეთი პოპულარულია თქვენს „სასტავში“, სახელი მაინც დაწერე სწორად . იქნებ ისიც დაწერო, რისთვის გაქვს პირადი დაპირისპირება ჩვენთან, მიდი, მოყევი. ამნეზია არ გვაქვს და ყველას გვახსოვს ის, რომ კომპეტენცია და ნიჭი არ გეყო იმის გასაკეთებლად, რისთვისაც აგიყვანეს, დაიჯერე, რომ ძალიან ჭკვიანი იყავი .

არადა ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ არა შიდსის ცენტრი და შენი მეუღლე, მაია, რომელიც ძალიან ჩვენიანი იყო და ძალიან გვიყვარდა ყველას, შენ არაფერი იქნებოდი, იყავი და ხარ დიდი ნული , განსაკუთრებით როგორც ადამიანი. აქამდე თუ კიდევ თავს ვიკავებდი პასუხის გაცემისაგან, მაგასაც მაიას უმადლოდე, მაინც შემომრჩა თბილი გრძნობები ჩვენი საერთო წარსულის წყალობით.

ბატონ თენგიზს კი ძალიან ვთხოვ, არ უპასუხოს ამ უაღრესად, წარმოუდგენლად ნაძირლურ პოსტს და აღარასოდეს დაუყაროს ღორებს მარგალიტები“,-წერს მარინა ამურველაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,155 ნახვა
%d bloggers like this: