სამართალი

მინდა, შსს-ს ვთხოვო, ის წესები, რომელიც დადგენილია, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით!

Nusagi

პრემიერმა გიორგი გახარიამ შს სამინისტროს დაავალა, მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და ექიმების მიერ დადგენილი წესები აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით.

მთავრობის სხდომაზე გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არავინ არასდროს შეზღუდავს გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ელემენტარული წესები დაცული უნდა იყოს.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის კანონი, რომელიც გვაქვს, რომ დავიცვათ ერთმანეთი, ჩვენი მოხუცები. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები, არ არის ძალიან რთული. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე ელემენტარული წესები. რთული არაა პირბადის ტარება. მე მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო ის წესები, რომელიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგებისა და ექიმების მიერ და რომელიც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაწესებას არანაირად ხელს არ უწყობს, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით! ამით ჩვენ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს ხელი უნდა შევუშალოთ”, – განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,957 ნახვა
%d bloggers like this: