პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შსს-სთან ბუშტები გაუშვეს

Nusagi

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა შსს-ს შენობასთან ჰელიუმით გაბერილი ბუშტები მიიტანეს. ბესო გაზდელიანმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამგორის გამგებლის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ დღევანდელი პროტესტით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში გამართული აქციის მონაწილეებს.

„გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პოლიციის მხრიდან გახდნენ ძალადობის მსხვერპლი. აგონიაში მყოფ ხელისუფლებას უკვე ბუშტებისაც ეშინია, თუმცა ბუშტი და შეშა კი არ არის საშიში, საშიშია ივანიშვილის მმართველობა, რომელმაც მიიტაცა ხალხის არჩევნები და ნაცვლად დემოკრატიულად არჩეული პარლამენტისა, ივანიშვილს უნდა, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი პოლიტბიუროს მეშვეობით, ერთპიროვნულად მართოს საქართველო. მას ჰგონია, რომ ხალხი დაიღლება, მაგრამ ხალხი ნამდვილად არ დაიღლება, ბატონო ბიძინა! როგორც ეს ბუშტი გაფრინდება ცოტა ხანში, ისე გაფინდება და დასრულდება თქვენი მმართველობა საქართველოში“, – განაცხადა ბესო გაზდელიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,870 ნახვა
%d bloggers like this: