პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრმა, მარტა ტემიდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური პასუხისმგებელი იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილებაზე, რომელიც ყველასთვის უფასო იქნება.
მარტა ტემიდუმ აღნიშნა, რომ პორტუგალია კორონავირუსის ვაქცინის 22 მილიონ დოზას 200 მილიონ ევროდ შეიძენს.
მარეგულირებლის ხელმძღვანელმა, რუი სანტუშ ივუმ განაცხადა, რომ პორტუგალიამ ვაქცინის დოზების შესაძენად ხელშეკრულებები გააფორმა პოტენციურ მწარმოებლებთან, როგორიცაა CureVac-ი, Pfizer-BioNTech-ი, Moderna, Johnson & Johnson-ი, Sanofi და GSK-ი.
ვაქცინაციის პირველ ეტაპზე კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის თითქმის 10%-ი აიცრება. უპირატესობა ასაკოვან პიფრებსა და ჯანდაცვის მუშაკებს ენიჭება.
Facebook Comments