პოლიტიკა

შანტაჟია, როდესაც ამბობ: „თუ არ დამთანხმდები კოვიდსაც გავავრცელებ, ეკონომიკურ პრობლემებსაც შევქმნი და ქვეყნის ინტერესებს დავაზიანებ“

Nusagi

წითელი ხაზი სადაც არის, იქ დარჩება – შანტაჟზე მოდიხარ, როდესაც ამბობ, „თუ არ დამთანხმდები კოვიდსაც გავავრცელებ, ეკონომიკურ პრობლემებსაც შევქმნი და ქვეყნის ინტერესებს დავაზიანებ“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერვმა დეპუტატმა, გია ვოლსკიმ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვოლსკის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდისათვის თემები დამუშავებულია, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

“საწყისი პოზიცია არის ასეთი – ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გაყალბებულა და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება გავხსნათ უბნები და ვიდეოთვალი. თუ ეჭვი გეპარებათ ვნახოთ, რას ამბობს აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, ეუთო/ოდირი, ევროსაბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არ აინტერესებთ! აქედან გამომდინარე, რას ელოდებიან, რომ ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით?! მიმდინარეობს ოპოზიციის სერიოზული ლუსტრაცია. ოპოზიციისათვის სერიოზული გამოწვევაა, რომ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა დასავლეთმა, ნატომ და სერიოზულ ფრუსტაციაში არიან. ახლა უნდათ იქეთ, ამ ბოსტნიდან იმ ბოსტანში გადაიტანონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,911 ნახვა
%d bloggers like this: