პოლიტიკა

„გირჩის“ პრესსამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილება მიიღო

Nusagi

„გირჩის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, გადაწყვეტილებას „ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ“.

„ზურაბ ჯაფარიძე აღარ აგრძელებს პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან. აღნიშნულის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ძალიან ბევრი მიზეზია, ერთმანეთს ვეღარ უგებენ და ვეღარ თანამშრომლობენ. დიდი ხნის ამბავია ეს. ჯერჯერობით არ არის გარკვეული, პარტია როგორ გაიყოფა. ერთადერთი, რაც გაირკვა, არის მხოლოდ ის, რომ პარტიულ თანამშრომლობას აღარ აგრძელებენ“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო, აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“,-დაწერა მან.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,935 ნახვა
%d bloggers like this: