პოსტები სოციალური ქსელიდან

იაგო ხვიჩია: არ ვიცი, ზურაბ ჯაფარიძეს რა დაემართა

Nusagi

ზოგადად, მე და ზურა სამყაროს ერთნაირად ვუყურებთ და შეუძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო, მგონია, რომ ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხი ჩვენთვის, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ზურაბ ჯაფარიძის პოსტის საბაბი მისთვის უცნობია.

„მე ზოგადად არ მჯერა, რომ მე და ზურას ამ პოსტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს. ზურა ჯაფარიძე არ იმსახურებს, ვთქვა, რომ ამ პოსტის გამო შეიძლება პარტიიდან წავიდეს. პოსტის საბაბი რა იყო, მეც ძალიან მინდა, თქვენთან ერთად გავარკვიო. ნამდვილად არ ვიცი და მე, ვახო მეგრელიშვილისგან განსხვავებით, მასთან კონფლიქტი არ მქონია. გუშინწინ მეგობრები ვიყავით, ზოგადად მე არ შევცვლილვარ და ისეთი ვიყავი, ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, არ ვიცი და ზოგადად მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება, უბრალოდ არ ვიცი და თქვენთან ერთად ვარკვევ.

პროპორციული სიის სათავეში ჩვენ კი არ ვართ, ზურა ჯაფარიძე ერთი და ყველა გირჩი გაკვირვებული ვართ.

ზურა ჯაფარიძეს არასდროს უთქვამს, რომ ერთი კაცის პარტიას აშენებდა, მე ვერასდროს ვერ ვიქნებოდი ასეთ პარტიაში. უბრალოდ ხალხი არსებობს, რომელიც ასე მიიჩნევდა. მე არსად წავალ მე აქ ვცხოვრობ, აქ დავიბადე.

გირჩი მე ვარ, ზურაც გირჩია და რას ფიქრობდა, როცა წერდა პოსტს, მე არ ვიცი. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ ერთნი ვართ, ერთ აზრზე ვართ“, – წერს იაგო ხვიჩია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,079 ნახვა
%d bloggers like this: