უცხოური მედია

იაპონიაში ქალთა თვითმკვლელობათა რიცხვი გაიზარდა

Nusagi

იაპონიაში მარტო ოქტომბრის თვეში თვითმკვლელობით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრეს პანდემიით მთელი 2020 წლის განმავლობაში. 

ქვეყანაში თვითმკვლელობის მზარდი მაჩვენებელი რთული ასახსნელია, მთავარ ფაქტორებად სახელდება ხანგრძლივი სამუშაო დრო, ზეწოლა სკოლებში, სოციალური იზოლაცია და  კულტურული სტიგმა, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 2019 წლამდე თვითმკვლელობათა რიცხვი მცირდებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს შემთხვევათა რიცხვი იყო 20 000, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 1978 წლიდან მოყოლებული.

როგორც ჩანს, პანდემიამ ეს ტენდენცია დაარღვია და თვითმკვლელობამ  საკმაოდ მოიმატა. განსაკუთრებით, ქალებში. ოქტომბერში ქალთა თვითმკვლელობა 83%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. შედარებისთვის, მამაკაცთა თვითმკვლელობა 22 %-ით გაიზარდა.

იაპონელი ქალის, ერიკო კაბაიაშის შესახებ „სიენენი“ წერს.

პირველად მან თვითმკვლელობა 22 წლის ასაკში სცადა, როდესაც გამომცემლობაში მუშაობდა. დაძაბული სამუშაო დღის მიუხედავად, ანაზღაურება ძალიან ცოტა ჰქონდა. მას შემოსავალი არ ჰყოფნიდა ბინის ქირის, კომუნალურების და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. „მე მართლაც ღარიბი ვიყავი,-ამბობს კაბაიაში, რომელმაც პირველი ცდის შემდეგ 3 დღე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გაატარა.

ამჟამად კაბაიაში 43 წლისაა, მან გამოსცა წიგნი, სადაც თავისი ფსიქიური მდგომარეობა აღწერა. ქალს მუდმივი სამუშაო აქვს და თითქოს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ პანდემიამ ძველ სტრესულ მდგომარეობაში დააბრუნა.

„მე შემიმცირეს ხელფასი, ვეღარ ვხედავ გვირაბის ბოლოს სინათლეს. მუდმივად ვგრძნობ კრიზისის მოახლოებას, რის გამოც, შესაძლოა ისევ გავღარიბდე“,-აცხადებს კაბაიაში.

იაპონია G-7-ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ახალგაზრდების (15-დან 30 წლამდე) გარდაცვალების მიზეზებში პირველ ადგილზე თვითმკვლელობაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 20 წლამდე ასაკის მოზარდებში თვითმკვლელობის რიცხვი პანდემიამდე იზრდებოდა. თუმცა პანდემიის პირობებში, როდესაც ბავშვები სოციუმს მოაშორეს, ისინი სახლში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან, ოჯახური სტრესები და გაკვეთილების მომზადების გამო ზეწოლა მათზე უარყოფით გავლენას ახდენს. ტოკიოს უნივერსიტეტის დოცენტის, თვითმკვლელობების ექსპერტის თქმით, ცხელ ხაზზე 5 წლის ასაკის ბავშვთა შეტყობინებებიც კი ფიქსირდება.

„ჩვენ კარანტინი არც გვქონია, COVID-19-ის გავლენა ჩვენთან გაცილებით მცირეა, ვიდრე სხვა ქვეყნებში,  მაგრამ თვითმკვლელობებმა მნიშვნელოვნად იმატა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სხვა ქვეყნებში შესაძლოა, მსგავსი, ან უარესი მდგომარეობა შეიქმნას“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,669 ნახვა
%d bloggers like this: