უცხოური მედია

იტალიაში საშობაო დღესასწაულებზე რეგიონებს შორის მგზავრობა აიკრძალება

Nusagi

იტალიაში საშობაო არდადეგების პერიოდში ვირუსის საწინააღმდეგო აკრძალვები მკაცრდება, რათა მესამე ტალღის აცილება მოხდეს. ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

21 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით, იტალიაში აიკრძალება რეგიონებს შორის მგზავრობა, ხოლო შობის და ახალი წლის დღეებში იტალიელებს აეკრძალებათ ქალაქის დატოვება.

გარდა ამისა, დღესასწაულების განმავლობაში ქვეყანაში კომენდანტის საათი არ გაუქმდება. ზოგ რეგიონში ბარები და რესტორნები იმუშავებენ 18:00 სთ-მდე, მაგრამ წითელ ზონებში საკვების და სასმელის მხოლოდ სახლში წაღება იქნება შესაძლებელი. 

მინიმუმ 6 იანვრამდე დაკეტილი იქნება სამთო სათხილამურო კურორტები, სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეეძლებათ ქვეყნიდან გამგზავრება, თუმცა უკან დაბრუნებისას, კარანტინის გავლა მოუწევთ.

 ცნობისთვის, 3 იანვარს იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რიცხვი -993 დაფიქსირდა.

კორონავირუსის ეპიდემიის მანძილზე იტალიაში 1,6 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ოქტომბრის ბოლოდან ყოველდღიური გამოვლენის რიცხვი 15-დან 40 ათასამდე მერყეობს. ინფექციას 58 000 ადამიანი შეეწირა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,669 ნახვა
%d bloggers like this: