რელიგია

მეუფე იაკობი: განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ

Nusagi

„მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, ბევრი წარმატება ჰქონდა, თუმცა ბევრი დანაშაულიც ჩაიდინა, ქართველი ადამიანის ღირსებას შეეხო“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არსებული სასამართლო სისტემა შეაფასა. მას მიაჩნია, რომ მაშინ „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, როცა სასამართლო მეტად დამოუკიდებელი და სამართლიანია.

„ვითომ ისე გადააბარეს ხელისუფლება. კარგად ვიცი როგორც იყო, სხვა შანსი არ ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ. არ წავიდოდნენ და მაინც გაუშვებდნენ, მაგათზე არ იყო დამოკიდებული იმიტომ, რომ არ შეიძლება მასეთი რაღაცები აკეთო გარეთ, სამეზობლოში, ვისთანაც უთიერთობა გინდა, არავის უსმენდე. ეს უცხოეთიდან ვიცი, ვინც საქართველოსთან მაშინ პოლიტიკას ქმნიდა.

იყო ახალი ხელისუფლება, ახალი იმედები გაჩნდა და კარგი რაც იყო, ეს არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. თუ შეკვეთა არ არის, ძირითადად სასამართლო სამართლიანად წარმართავს ხოლმე საქმეს. ძველად, რასაც „ადეიშვილის კანტორიდან“ შეუთვლიდნენ, იმას აკეთებდა სასამართლო. დღეს თითქმის იგივე მოსამართლეები არიან, თუ პოლიტიკურ ინტერსები არ იყო, კარგად ვხედავთ, მაშინ სწორად წარმართვა შეუძლიათ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,661 ნახვა
%d bloggers like this: