პოლიტიკა

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს საკუთარი ხალხის ღალატია

Nusagi

„ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის” თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს პარლამენტში შესვლას. როგორც „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის”, თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ, „ქართული ოცნების” ოცნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ანუ „ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის. არ შეიძლება, მაშინ როდესაც ოლიგარქმა ქვეყანაში არჩევნები არ ჩაატარა, შენ პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელიც არ არის პარლამენტი და სინამდვილეში არის “კანტორა” ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილების აღმასრულებელი. ჩვენ არ მიგვიღია არანაირი წინადადება “ქართული ოცნების” მხრიდან, ელჩების მეშვეობით, რომელიც გადაწყვეტილებას შეგვაცვლევინებდა. ძალაში ძალიან მყარად რჩება პოზიცია ბოიკოტის გაყალბებული არჩევნების მიმართ. სტატუსი შეიცვლება მხოლოდ ორი გზით ან “ქართული ოცნება” რეალურად წამოვა კომპრომისზე ან “ქართული ოცნება” დაკარგავს ძალაუფლებას, ასეთ პირობებში ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ეს იქნება ხვალ თუ ზეგ, ივანიშვილი იქნება იძულებული ქვეყანაში ჩაატაროს ახალი არჩევნები. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ რომელიმე, „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის სიით გასული ადამიანი შევა პარლამენტში – ეს არის ოცნება “ქართული ოცნების”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,909 ნახვა
%d bloggers like this: