პოლიტიკა

ჯაფარიძის წასვლაზე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რომ ჩვენი ამომრჩეველი დაწყნარდეს

Nusagi

„გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავისი განცხადების მიზეზებზე ჯერჯერობით არ უსაუბრია. როგორც პარტიაში ამბობენ, ჯაფარიძე ბოლო პერიოდში შიდა პარტიულ ცენზურაზე საუბრობდა, მაგრამ მათ ეს მოთხოვნა არასერიოზულად მიიღეს, რადგან ეს „გირჩის“ იდეას ეწინააღმდეგება. 

ერთ-ერთ მიზეზად კი, მთელი წლის განმავლობაში ორ ლიდერს შორის უთანხმოება სახელდება. 

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განმარტა, რომ შიდა პარტიული პრობლემები ადრეც იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნა არ იყო. თუმცა მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდნენ. 

„ჩვენი ურთიერთობის პრობლემები არ უკავშირდებოდა „გირჩის“ რაიმე პოზიციონირებას. მთავარი ის არის, რომ  ქვეყანაში არის ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და სამწუხაროა, რომ „გირჩის“ ამბავს ავტომატურად გადააქვს ყურადღება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე. შიდა პრობლემა ადრეც იყო, ბოლო წვეთი კი იყო იაგო ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. დღეს ჯაფარიძე ჩვენი სახელით მიდის ამერიკის ელჩთან და საინტერესოა, გვეტყვის თუ არა ის ამ შეხვედრის შედეგებზე“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,076 ნახვა
%d bloggers like this: