კრიმინალი

ავარია ხაშური-ბორჯომის გზაზე – არიან დაშავებულები

Nusagi

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხაშური-ბორჯომის გზაზე, ქვიშხეთთან. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი ford transit შეეჯახნენ.
 

შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც შსს-ში ამბობენ, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,303 ნახვა
%d bloggers like this: