პოსტები სოციალური ქსელიდან

ეს ჩემი მამიკოა! ძალიან მაგარი ამბავი!!-ქეთი ხახალეიშვილი

Nusagi

,,ეს ჩემი მამიკოა! ძალიან მაგარი ამბავი!! დათოს ავადმყოფობის ამბავი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ყურამდე მივიდა. ლუკაშენკომ საკუთარი ფონდიდან 58 ათასი ამერიკული დოლარი გაიღო ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო ხარჯების დასაფარად.ღმერთის წყალობით,ყველაფერი კარგად იქნება!“-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ევროპის და მსოფლიო მრავალგზის ჩემპიონის სამბოში, დავით ხახალეიშვილის ქალიშვილი, ქეთი ხახალეიშვილი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა შეექმნა – დაუდგინდა გულის მძიმე დაავადება. ვეტერანი ძიუდოისტის სიცოცხლის გადასარჩენად ურთულესი ოპერაცია – გულის გადანერგვა გახდა აუცილებელი. რომელიც იმდენად დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომ დათოს ოჯახი, საახლობლო დიდ საგონებელში ჩააგდო, თუმცა, როგორცსაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე ამბობს, უმძიმეს ვითარებაში საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძის, სეოკ – ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის, საერთაშორისო და საქართველოს ძიუდოს ფედერაციების, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, დათოს მეგობრების (მათ შორის უცხოელი), ოჯახის ახლობლების ძალისხმევით დაიწყო ოპერაციისათვის თანხების შეგროვება. საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო და ოლიმპიური ჩემპიონისადმი უდიდესი თანადგომა გამოხატეს საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა… წინასაოპერაციო, მოსამზადებელი პერიოდი დათომ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიურ ცენტრში გაიარა და ბელარუსის დედაქალაქ მინსკში საოპერაციოდ გამგზავრების წინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ: „თქვენ მე სიცოცხლის შანსი მომეცით, ჩემს ოჯახს იმედი ჩაუსახეთ!’ გუშინ მინსკში 8 საათზე მეტი დრო დასჭირდა გულის გადანერგვის ოპერაციას, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ექიმის, ბელარუსის მთავარი კარდიოლოგის, იური ოსტროვსკის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ოპერაცია წარმატებულად დასრულედა, დათოს სიცოცხლის შანსი, ოჯახს კი იმედი გაუჩნდა.

ამ დროისათვის, ოჯახის წევრების ინფორმაციით, მედიკოსები ამბობენ, რომ დათოს მდგომარეობა საიმედოდ სტაბილურია.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,512 ნახვა
%d bloggers like this: