უცხოური მედია

თურქეთში დასვენების დღეებში ლოქდაუნი ამოქმედდა

Nusagi

თურქეთში დასვენების დღეებში დაწესებული ლოქდაუნი ამოქმედდა. სამუშაო დღეებში კი კომენდანტის საათი იმოქმედებს.  ეს 2020 წლის მაისიდან პირველად მოხდა. ინფორმაციას Reuters  ავრცელებს. 

თურქეთში 4 დეკემბერს კორონავირუსი 32 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით 193 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 509-ს შეადგენს.

თურქეთის მოსახლეობა 83 მილიონს შეადგენს. Covid 19-ის პანდემიის სტატისტიკაში ეს ქვეყანა მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. მას აშშ, ინდოეთი და ბრაზილია უსწრებენ, სადაც მოსახლეობა გაცილებით დიდია.

ლოქდაუნი და კომენდანტის საათი არ შეეხება მიწოდების სერვისებს და საწარმოებს. შეზღუდვების დაწესების გამო ქვეყნის ეკონომიკა 9,9%-ით შემცირდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,669 ნახვა
%d bloggers like this: