საზოგადოება

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

Nusagi

„2020 წლის 3 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ბერ-დიაკონი კირიონი (ადეიშვილი) “ , აღნიშნულია „საპატრიარქოს უწყებანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 მათივე ინფორმაციით,მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში დაასვენებენ, 2020 წლის 5 დეკემბერს, 14 საათზე კი იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.

როგორც ცნობილია, 47 წლის მღვდელმსახური „ვივამედის“ კლინიკაში 4 დღის წინ მივიდა.

როგორც მამა შიო ლომიძე აცხადებს, მღვდელმსახური დაავადების შესახებ არაფერს არ ამბობდა და მათთვის არ არის ცნობილი ჰქონდა თუ არა რაიმე თანმდევი დაავადება.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 1 462 შემთხვევა ფიქსირდება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,326,969 ნახვა
%d bloggers like this: