მედიცინა

მოსკოვში მოსახლეობის კოვიდვაქცინაცია იწყება

Nusagi

მოსკოვში დღეს მოსახლეობის მასობრივი კოვიდვაქცინაცია იწყება. მომავალ კვირას Covid19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით რუსეთის რეგიონების მოსახლეობა აიცრება. ამის შესახებ BBC იუწყება. 

რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V აცრების დაწყების შესახებ 2 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მან შესაბამისი განკარგულება ვიცე-პრემიერს ტატიანა გოლიკოვას მისცა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Sputnik V გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შექმნეს. როგორც ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე გინცბურგმა განაცხადა, მასობრივი ვაქცინაცია 2021 წლის იანვარ-სექტემბერში იქნება შესაძლებელი, როდესაც ამ ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა იქნება წარმოებული.

რამდენიმე დღის წინ დიდმა ბრიტანეთმა კომპანია Pfizer-ის ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირა. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება. აშშ-ში ეს პროცესი 11 დეკემბრის შემდეგ დაიწყება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,547 ნახვა
%d bloggers like this: