პოსტები სოციალური ქსელიდან

სანდრო რაქვიაშვილი: ვერ გავიგეთ, ზურაბ ჯაფარიძე მიდის და ახალ პარტიას აარსებს, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები

Nusagi

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს პარტიის რესურსების გაყოფასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების დაზუსტებას სთხოვს. რაქვიაშვილის განცხადებით, საჭიროა შეხვედრა და დალაპარაკება.

„ჩვენ უბრალოდ ვერ გავიგეთ, რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“. მიდის, ახალ პარტიას აარსებს და სახელი სჭირდება, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები და ის, რაც დაწერა, და თვითონ დარჩეს პარტია? ეს გაურკვეველია. გუშინაც იგივე სიტუაცია იყო, იმიტომ რომ კომუნიკაცია არ გვაქვს და სანამ შეხვედრა არ შედგება, მე ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგან შინაარსი არ მესმის ბოლომდე. Facebook-გვერდი რასაც ნიშნავს, გასაგებია, მაგრამ სხვა ნაწილში გაუგებარია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან შეხვედრის სურვილი არ არსებობს.

„ჩვენი მხრიდან ბევრი მცდელობაც იყო და შეთავაზებაც და მისი მხრიდან არ არის ჯერ სურვილი. ჩვენ გვინდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. როგორი შეთანხმებაც არ უნდა იყოს, ამას სჭირდება შეხვედრა. ეს ტექნიკურადაც საჭიროა და სანამ შეხვედრა არ იქნება, აზრი არ აქვს არაფერს. ან მაშინ, მინიმუმ, უნდა დააკონკრეტოს, რას გულისხმობს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

თანაპარტიელებთან – ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,459 ნახვა
%d bloggers like this: