პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: მთელი ოპოზიციის პოზიცია კვლავ ერთიანია

Nusagi

მთელი ოპოზიციის სპექტრის პოზიცია კვლავ ერთიანია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენს კოლეგებს გავაცანით, გუშინ რაზე იყო საუბარი ელჩებთან, კიდევ ერთხელ შევჯერდით, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის პოზიცია არის კვლავ ერთიანი, არ გავდივართ იმ სივრციდან, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია, დეტალებზე კვლავ არ ვსაუბრობთ, ვიცავთ შეთანხმებას და რამდენიმე დღეში გავაკეთებთ განცხადებას“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,892 ნახვა
%d bloggers like this: