„გირჩში“ ისევ გაურკვეველობაა, ამ დრომდე უცნობია, ვინ რჩება პარტიაში და ვინ მიდის. ზურაბ ჯაფარიძის ულტიმატუმი გუშინ ამოიწურა, თუმცა „გირჩის“ მხარდამჭერთა დახურულ ჯგუფში დაანონსებული კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა.
მხარდამჭერებთან ონლაინ კონფერენცია გამართა ვახო მეგრელიშვილმა, რამდენიმესაათიანი საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ჯაფარიძეზე ნეგატიურ ზეგავლენას მისი გარემოცვა ახდენს, რაც პარტიაში მომხდარი დაპირისპირებაში გამოიხატა.
Facebook Comments