მედიცინა

გარდაცვლილი თეკლა თორდიას მამა: დამნაშავე ის არის, ვინც ტიკარაძე ამ ადგილზე დანიშნა

Nusagi

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა შვილის სიკვდილში ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობას ადანაშაულებს. ამის შესახებ რატი თორდიამ ტვ-პირველთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, თეკლა, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა და განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, კოვიდსასტუმროში  უყურადღებოდ იყო მიტოვებული, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, საავადმყოფოში  მისთვის ადგილი არ მოიძებნა.  

„ისე ტკიოდა ზურგი, ტიროდა. როდესაც ოჯახის ექიმს ელაპარაკა, უთხრა, რომ ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ მან უპასუხა, რომ დასვენების დღეები იყა და შემდეგ დაურეკავდა. ორშაბათს დავაწვინეთ კოვიდსასტუმროში, რადგან ადგილები არ იყო. ჯანდაცვაშიც და სასწრაფოშიც მოკლედ გვპასუხობდნენ: „ადგილი არ არის“.  არსად გადაურეკავთ, მცდელობაც არ ჰქონიათ, მოძებნის. ბოლოს, აღმოჩნდა, რომ გერმანული ჰოსპიტლის თანამშრომელი იმყოფებოდა იმავე კოვიდსასტუმროში და როდესაც შეიტყო თეკლას მდგომარეობა, მოახერხა, რომ ჰოსპიტალს მიეღო. თურმე ყოფილა ადგილი. თეკლა საავადმყფოში უკვე მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, დააძინეს, რომ სასუნთქი აპარატი ჩაედგათ და ასე ეძინა რამდენიმე დღე, რის შემდეგაც გული გაუჩერდა. მე არ ვიცი, რისი ბრალი იყო, იქნებ არ შეიძლებოდა დაძინება ამდენი ხნით“,-აცხადებს რატი თორდია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ადანაშაულებს თუ არა ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძეს, რატი თორდიამ უპასუხა, რომ ტიკარაძე საერთოდ ვერ მართავს სისტემას, თუმცა დამნაშავეა ის, ვინც ის მინისტრად დანიშნა.

19 წლის თეკლა თორდია კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ცნობილი ქართველი მხატვრის, რადიშ თორდიას შვილიშვილი იყო. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,177 ნახვა
%d bloggers like this: