უცხოური მედია

ინგლისში ფრინველის გრიპის გამო, 40 000 ინდაური დახოცეს

Nusagi

ინლისის აღმოსავლეთით, ნორფოლკის საგრაფოში 30 000 ინდაური დახოცეს, რადგან ამ ადგილას მაღალპათოგენური შტამის H5N8 ფრინველის გრიპი დაფიქსირდა. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კიდევ 10 000-ზე მეტი ინდაური გაანადგურეს ჩრდილოეთ იორკშირში, რათა იმავე დაავადების აფეთქება შეეჩერებინათ. ბრიტანეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინგლისში ნოემბრის ბოლოდან ფრინველის გრიპის 8 აფეთქება დაფიქსირდა.

გარდა ამისა, დაფიქსირდა დაბალპათოგენური H5N1 დაავადების ერთი აფეთქება. ბრიტანეთის ვეტერინარული სამსახურის ცნობით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროება უმნიშვნელო დონეზეა.  

მიუხედავად ამისა, ინგლისში, შოტლანდიაში და უელსში  მეფრინველეობის ფერმებს დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ. 

ბრიტანეთში ინდაური საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. თუ ფრინველის გრიპი არ აღმოიფხვრა და ინდაურებს ასეთი ტემპით გაანადგურებენ, საშობაოდ ინდაურის დეფიციტი შეიძლება შეიქმნას. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,972 ნახვა
%d bloggers like this: