სამართალი

ლალი მოროშკინას ტვ-„ფორმულას“ წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს

Nusagi

ლალი მოროშკინა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს,-ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

როგორც მოროშკინა აცხადებს, „ფორმულას“ ჟურნალისტი მას ძეგვში ესტუმრა და ინტერვიუ ჩაწერა, ლალი მოროშკინა ამბობს, რომ ნახევარსაათიანი ინტერვიუდან სიუჟეტში მისი რამდენიმე წინადადება მოხვდა, ჟურნალისტის ტექსტი კი თავიდან ბოლომდე სიცრუე იყო.

მოროშკინას თქმით, ის „ფორმულასგან“ ასეთ საქციელს ელოდა და ინტერვიუ თავადაც ჩაწერა, რასაც პროკურატურას წარუდგენს. 

„დილით ადრე ზარმა გამაღვიძა -ქალბატონო ლალი ტვ.ფორმულიდან ვარ Ჟურნალისტი. მე, როგორც მჩვევია, არ ვანსხვავებ ამერ-იმერ Ჟურნალისტებს და ცხადია, ინტერვიუსაც ყველას ვაძლევ,მათ Შორის ალ-ჯაზირასაც. -აი, 2ოქტომბერს, მაჰათმა განდის დღე რომ აღნიშნეთ სიღნაღში მერიამ დაგაფინანსათ?

-ბატონო? კითხვა იმდენად აბსურდულად Ჟღერდა, ვიფიქრე მომეჩვენა -გენაცვალე, ეს დღე ყოველ წელს Აღინიშნება მთელ მსოფლიოში, ირაკლი კაკაბაძე ამ ფონდის პრეზიდენტია საქართველოში, Ჩემი ბავშვობის მეგობარი. Შესაბამისად უსახსრობის და ეპიდვითარების გამო,სიღნაღში, ღია სივრცეში Შევთავაზე Ჩემი აივანი 2 -მეტრიანი დისტანციით, მოკრძალებული კოფე-ბრეიქით და კახური Ჩურჩხელით.

-და რატომ მეკითხებით-? -აუ, Შეიძლება Ჩაგწეროთ? ცხვირში წაიდუდღუნა გოგონამ

-კიბატონო აგერ, ძეგვში ვარ და ჩამოდით. ზუსტად ნახევარ საათში, ტვ “ფორმულას” ზონდერ ჯგუფი “დამეხატა” სახლში, სადაც მონატრებულ შვილებთან ბუხარს ვეფიცხებოდი.

ინტერვიუ 30 წუთი გრძელდებოდა, ვიფიქრე, ეგება და გონება გაუნათდათ და მართლა აინტერესებთ ამა ქვეყნის ამბები, მაგრამ მაინც, როგორც გამოცდილმა მებრძოლმა, საკუთარი ჩანაწერიც ვაწარმოე… მოვყევი, რომ სიღნაღს ვქომაგობ, რომ ჩვენი პატარა ქალაქის ასი სასტუმროს მეპატრონეებს დიდი ვალები გვაქვს და თუ არ გვეშველა რამე, მარტში აუქციონზე გაგვიყიდიან, რომ კარგი იქნება, თუ სიღნაღის ბიუჯეტში გაჩნდება კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი სახსრები, რომ მოვიზიდოთ ტურისტები, რომ ყველა ივენთი, ოპოზიციისგან განსხვავებით, ჩავატარეთ ადრეულ შემოდგომაზე წესების სრული დაცვით და არსად იყო ზედახორა, რომ ნაწყენი ვარ ჟურნალისტებზე, რომლებმაც არ გააშუქეს ეს დღე, როგორც ფილოსოფიური რენესანსი სიღნაღში და პოსტმოდერნისტული ეპოქის დასასრული( აქ მივქარე, დავაბნიე საბრალო ბატისტვინა და კიდე მიკვირს, რატომ არ გაუშვეს ინტერვიუ) .

მოკლედ, გავიდა ინტერვიუ და ჰოი საოცრებავ… მე კი ვარ კადრში, მაგრამ ტექსტი? 2 სიტყვა: “ლალი მოროშკინა-განდის დღე არ დაუფინანსებია მერიას.” მერე???? ამდენი რატომ ვილაპარაკე? რომ მარტო განდის დღე კი არა, არცერთი ჩვენი ივენთი არ დაუფინანსებია ა რ ა ვ ი ს!!! არც ნიკალასი,არც სოლომონ დოდაშვილის,არც ვანო სარაჯიშვილის და სულმნათი ავლიპ ზურაბიშვილის დღე, რომლის სახელობისაა სიღნაღის სკოლა, და რომლის მზრუნველი ხელი და თეთრი ხალათი ესოდენ სჭირდება ტვ.ფორმულის ზონდერებს“,-წერს მოროშკინა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,670 ნახვა
%d bloggers like this: