მედიცინა

ჩემი შვილის სიკვდილი ექიმის დაუდევრობის ბრალი იყო, სიტემას ერთი ადამიანის გამო ჩირქს ვერ მოვცხობ

Nusagi

კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ნინო გულიკაშვილის მამა, ვახო გულიკაშვილი ქალიშვილის გარდაცვალებას ექიმის დაუდევრობას უკავშირებს. ამის შესახებ მან ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

ვახო გულიკაშვილის თქმით, ოჯახს არ აქვს სურვილი, ერთი ადამიანის გამო, მთლიანად სისტემას მოცხოს ჩირქი.

ოჯახი არც ექიმის დაპატიმრებას ითხოვს. მათი სურვილია, რომ ამ ადამიანს აეკრძალოს ექიმად მუშაობა, რათა მსგავსი შეცდომის მსხვერპლი სხვა აღარ გახდეს.

„ნინო ამ დაავადებით არ გარდაცვლილა, ის მოკლულია. ეს არის ექიმის მიერ ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფა. მას არანაირი დაავადება არ ჰქონია, ორჯერ არ დაუდასტურდა კოვიდი, მესამედ დაუდასტურდა, ამაზე ვერ ვიდავებ, ჰქონდა თუ არა, მაგრამ მკურნალობა ჩატარდა შეცდომით. ყურებიდან შეიძლება კოვიდით დაავადებულს სისხლი სდიოდეს? როგორც გვითხრეს, ნინოს ჰქონდა დიაბეტი, ჩვენ ეს როგორ არ გვეცოდინებოდა, თუმცა თუ მას საავადმყოფოში აღმოაჩდნა, მაშინ რატომ არ გაგვაგებინეს ჩვენ. ამ შემთხვევაში ხომ ისეთი საკვები უნდა მიგვეტანა, რაც მისთვის საწამლავი არ იქნებოდა. უნდა ეთქვათ და გავეფრთხილებინეთ. ჩვენ ექიმი საერთოდ არ გაგვსაუბრებია. გამორიცხულია, რომ ნინოს რამე დაავადება ჰქონოდა, ის ექიმთან ნამყოფიც არ იყო არასდროს.. მე უფრო მგონია, რომ ჩვენს სიტუაციაში, სისტემას ვერ დავაბრალებთ, მასიური პანდემიაა და ყველამ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. არ შეიძლება, ყველას ჩირქი მოვცხოთ ერთი ექიმის დაუდევრობის გამო, ალბათ ზედმეტი გამათხელებლები მისცა, თორემ როგორ შეიძლებოდა ყურებიდან წამოსვლოდა სისხლი. ყურის ბარაბნები ჰქონდა დახეთქილი. ალბათ იმ დონეზე გაუთხელეს სისხლი, რომ კაპილარები დაუხეთქეს. ჩემთვის არაფერი შეიცვლება, ეს ექიმი ციხეში იჯდება თუ გარეთ იქნება, უბრალოდ, ვითხოვ, რომ ესეთი ადამიანი ექიმად აღარ უნდა მუშაობდეს. ადამიანი, რომელსაც არ ესმის სიცოცხლის ღორებულების შინაარსი“,-აცხადებს 24 წლის გარდაცვლილი გოგონას მამა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,828 ნახვა
%d bloggers like this: