უცხოური მედია

წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, ბაიდენი გადასახადების გაზრდას აპირებს

Nusagi

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გადასახადებს ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზრდის, როგორც ჯორჯ ბუში-უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში იყო.  ეს ეწინააღმდეგება მის წინასაარჩევნო დაპირებებს, რაც გულისხმობდა, რომ გადასახადები არ გაეზრდებოდა იმ ამერიკელებს, ვისაც წელიწადში 400 000 დოლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.

ბაიდენმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისთვის „ყველამ თავისი სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს“.

„და ამ სამართლიან გადასახადში იგულისხმება, რომ არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყოს მაქსიმალური გადასახადი 39,6%, როგორც ეს იყო ბუშის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში“,-განაცხადა ბაიდენმა.

„არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა ჰქონდეს Fortune 500-ის სიიდან 91  კომპანიას ნულოვანი გადასახადი“,-განაცხადა მან. 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის საგადასახადო რეფორმის შედეგად, გადასახადის ფედერალური მაქსიმუმი 39,6%-იდან 37 %-მდე დაწია. 

ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში არაერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკელები, რომლებიც 400 000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ წელიწადში, ერთი ცენტით მეტს არ გადაიხდიან. ამასთან მისი თქმით გაიზრდება კორპორატიული გადასახადი, რაც ქვეყანას ტრილიონობით დოლარს მოუტანს. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,070 ნახვა
%d bloggers like this: