გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 301 კი, გამოჯანმრთელდა.
stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ჯამში 162 475 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 133 511 გამოჯანმრთელებულია.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.
ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Facebook Comments