ეკონომიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს

Nusagi

იმისათვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს COVID-19 პანდემიის შემდგომ აღდგენაში დავეხმაროთ, აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო აკეთებს.

„ასევე, შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას. აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს და საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობს.“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,211 ნახვა
%d bloggers like this: