უცხოური მედია

გერმანიაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა; ექიმების განცხადებით, 12- დან 4 ექიმი ინფიცირებულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშიც თავისუფალი ადგილები მცირდება

Nusagi

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები ვირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად საკმარისი არ არის, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს. მათივე ცნობით, მერკელის თქმით, ზამთრის გადასალახად უფრო მკაცრი ზომების დაწესებაა საჭირო. “სიტუაცია ძალიან სერიოზული ხდება. არსებული ზომები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ზამთარი გადავლახოთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს. გერმანია, თვეების მანძილზე, იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც წარმატებით უმკლავდებოდა კორონავირუსის პანდემიას. თუმცა, ნოემბერში, გართულებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გამოცხადდა ლოქდაუნი და ექიმების განცხადებით, 12- დან 4 ექიმი არის ინფიცირებული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშიც თავისუფალი ადგილები მცირდება. გერმანიაში ლოქდაუნის პირობებში, დაკეტილია ბარები და რესტორნები, ნებადართულია მხოლოდ გატანის სერვისი, თუმცა, მუშაობს

სილამაზის სალონები. მერკელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია პოსტ-პანდემიური დახმარების პაკეტები, ეს დახმარებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მერკელმა აღნიშნა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იქნებოდა, რომ არ დახმარებოდა ბიზნესს მიზნობრივი პროგრამების საშუალებით. ასევე, მან განაცხადა, რომ პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, ქვეყანას აწევს სესხის ტვირთი, რომელიც 2023 წლის დასაწყისამდე უნდა დაფაროს. გასული 2-3 კვირის განმავლობაში, გერმანიაში, გაიზარდა კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა. მერკელის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ ისევ ძალიან მაღალია, ამიტომ, 10 იანვრამდე არ განიხილება შეზღუდვების შემსუბუქება და საფრთხის შემცველია ბარ-რესტორნებისა და დასასვენებელი დაწესებულებების გახსნა“,-წერს უცხოური მედია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,161 ნახვა
%d bloggers like this: