პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს – ნუთუ შეძელით და შედექით იმ გზაზე, რომლის დასასრულიც გარდაუვლად გუბაზ სანიკიძეობაა?

Nusagi

„საით მიდის ზვიადის გზა, ქართული პოლიტიკისა და გამოწვევების რეალისტურ ხედვასა და შეფასებებზე თუ გუბაზობისკენ, ცალსახა დეგრადაციისა და ფსკერისკენ” – ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე დეპუტატ ზვიად ძიძიგურს დღეს გამოქვეყნებულ წერილში.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ანტიგმირის სტატუსზე გასული 30 წლის განმავლობაში კონკურსი არ შემწყდარა, ხან ვინ ფლობდა ამ წოდებას, ხან ვინ.

„ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა, ყველაფერი მანკიერი მოირგო და შეისისხლხორცა. “მრისხანე” ოპოზიციონერის როლში შეჭრილს ასეთი ფრაზაც კი ათქმევინა სინდისისგან თავისუფალმა გონებამ: “ოპოზიციამ რვა წლის განმავლობაში ყველა არჩევნები წავაგეთო”… როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც იმავე 1990 წლიდანაა ქართულ პოლიტიკაში, ეროვნული მოძრაობიდან მოდის, დამოუკიდებლობის აქტზეც ხელი მოაწერა და პარლამენტის წევრიც გახდა 1999 წელს, მთლიანად ამოშალა თავისი მეხსიერებიდან ოცნებაში გატარებული წარსული.

პოლიტიკური გახრწნილებისა და უტიფრობის მსგავსი მაგალითი, როგორიც გუბაზია, ალბათ არათუ ქართულ, მსოფლიო პოლიტიკაშიც ძნელი საპოვნელია. დაუჯერებელია, მაგრამ ნუთუ შეძელით და ნაბიჯი გადადგით იმ მიმართულებით, შედექით იმ გზაზე, რომლის დასასრულიც ცალსახად და გარდაუვლად გუბაზ სანიკიძეობაა? – წერს ელისო ბოლქვაძე.

იგი ზვიად ძიძიგურს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ შედეგებსაც ახსენებს.

„31 ოქტომბერს გარდა არჩევნებისა, თქვენი დაბადების დღეც იყო. 56 წლის ასაკში მიაღწიეთ ალბათ ისტორიულ მინიმუმს და ქვეყნის მასშტაბით ხმების 0,16% აიღეთ. ნუთუ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ნაცვლად მიზეზებისა და შედეგების ადეკვატური გაანალიზებისა, სხვათა მსგავსად, კვლავ ბიძინა ივანიშვილს მიადექით დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად და იგივე სახის კრიტიკა გაიზიარეთ, რასაც ამდენი წელი თავადვე პასუხობდით?

ოპოზიციის მთავარი ხელწერა ამ წლების განმავლობაში ხომ უარგუმენტო და სინდისისგან თავისუფალი რიტორიკა იყო, ნუთუ იგივეს შეუერთდით? ოპოზიციის ტრაგიზმი ხომ სწორედ უარგუმენტო, ცრუ და უტიფარ თავდასხმებშია, რაც მართლაც რომ ტრაგიკულად დაგისრულდათ 31 ოქტომბერს. დამოუკიდებლობის 30-მა წელმა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად შეცვალა, მისი დემოკრატიის და მიღწევების გამყარებაში მთავარ პერიოდად სწორედ ბოლო რვა წელი იქცა. სტაბილურობის, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების 8 წელი. 30 წლის წინ ქართულ პოლიტიკას თავი სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვითა და რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადებით დაამახსოვრეთ, რაც დღემდე იუმორის და ღიმილის საგნად იქცა და ეროვნული მოძრაობის საყმაწვილო სენის გამოვლინება უფრო იყო, ვიდრე პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის პროდუქტი. თუნდაც მაშინდელი ფაქტის დღეს ღიმილით გახსენება მეტყველებს იმ ცვლილებაზე, რაც ქვეყანამ ამ წლებში განიცადა. თქვენც შეიცვალეთ, ამხელა გამოცდილება დააგროვეთ. სწორედ ამიტომაა საინტერესო, საით მიდის ზვიადის გზა, ქართული პოლიტიკისა და გამოწვევების რეალისტურ ხედვასა და შეფასებებზე თუ გუბაზობისკენ, ცალსახა დეგრადაციისა და ფსკერისკენ” – წერს ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,046 ნახვა
%d bloggers like this: