უცხოური მედია

ენტონი ფაუჩი: შობის დღესასწაულებზე მასშტაბურმა შეკრებებმა შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს

Nusagi

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში შობის დღესასწაულის აღნიშვნა უდიდესი გამოწვევაა და მასშტაბურმა შეკრებებმა შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს.

ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ მადლიერების დღესასწაულის დროს ქვეყანაში ძალიან ბევრი მასშტაბური შეკრება დაფიქსირდა, რამაც კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

მისი თქმით, შობის დღესასწაულზე ვითარება შეიძლება, კიდევ გაუარესდეს, რადგან არდადეგების პერიოდი უფრო ხანგრძლივია.

„ჩვენ წინ რთული პერიოდი გველოდება. მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან რეკომენდაციები და ატარონ პირბადე, მოერიდონ მასშტაბურ შეკრებებსა და მოგზაურობას“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ში დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა. 1-5 დეკემბრის პერიოდში 1 000 882 შემთხვევაა აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელია, მაგალითად, პირველი ტალღის მონაცემებთან შედარებით – 2020 წლის 20 იანვრიდან 100 დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,084 ნახვა
%d bloggers like this: