ლალი მოროშკინას ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. მოროშკინამ დღეს სიღნაღის მერიიდან მიღებული ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მას სიღნაღში, საკუთარ სახლში გამართულ ღონისძიებაზე არანაირი დაფინანსება არ მიუღია.
ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ აღნიშნულ წერილს ადვოკატი საქმეს დაურთავს.
„ეს არის ოფიციალური პასუხი მერიიდან, რომ მე ერთი თეთრი არ ამიღია და ეს წერილი წავა სასამართლოში“,-აცხადებს მოროშკინა.


Facebook Comments