პოლიტიკა

უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება

Nusagi

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აპირებს შექმნას მესამე მძლავრი ცენტრი, რომელიც გახდება პირველი.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

„თუნდაც იმ არჩევნების შედეგებით, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, 48 % აქვს „ქართულ ოცნებას“, 52 %-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. შუაში არის 25 % და თუ ჩვენ ამ ძალების კონსოლიდაციას გავაკეთებთ, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად დაკარგავს თავის მხარდამჭერებს“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, უნდა წარმოიქმნას ახალი პოლიტიკური ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც პასუხისმგებლობით გაუძღვება ქვეყანას მომავლისკენ.

„ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს, ამომრჩეველი ჩვენში ვერ ხედავს ძალას, ყველას ვეუბნები, რომ ქვეყანა არის გამოსახსნელი ჩიხიდან და ამისთვის კონსოლიდაციაზე და თანამშრომლობაზე მეტი არ არსებობს.

ვფიქრობ, „ნაცმოძრაობას“ თავისი განრიგი აქვს, ჩვენი ამოცანაა, მოვახდინოთ მეორე ნახევარი მილიონი ადამიანის კონსოლიდაცია, რომელთა ხმები გაბნეულია პატარ-პატარა პარტიებში. უნდა გამოვაჩინოთ, როგორც მძლავრი ძალა. ეს არის მსხვილი ძალა თავისუფალი ადამიანების, რომლებსაც სჭირდება შემკრები.

ჩვენი ამოცანაა მესამე მძლავრი ცენტრის შექმნა, რომელიც გახდება პირველი და რომელშიც არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. „ქართულ ოცნებას“ თავისი კამპანია მხოლოდ იმაზე აქვს აგებული, რომ რა ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“ , რათა გაფანტული იყოს მხარდაჭერა განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებში“, აცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, მხოლოდ პარტიებზე არ საუბრობს, არამედ საუბრობს ცალკეულ აქტიურ ადამიანებზე.

„ამის დრო გვაქვს. სტრატეგია აღმაშენებლის დაფუძნების მთავარი შინაარსი ის იყო, რომ ახალ ადამიანებს გავუხსნათ ასპარეზი“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,658 ნახვა
%d bloggers like this: