პოლიტიკა

გიგა ბოკერიას მძევლად ჰყავს აყვანილი „ნაცმოძრაობა” – ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს„ მოლაპარაკებების ჩაშლა სურს

Nusagi

მოქალაქეების” წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, არის ხალხი, რომელსაც სხვა დღის წესრიგი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები – ამის შესახებ მან “დღის კურიერში” განაცხადა.

“ის განცხადებები, რაც დღეს ალეკომ გააკეთა და მე გავაკეთე, არ არის კავშირში მაინცდამაინც პარლამენტში შესვლასთან. ეს არის კავშირში მოლაპარაკების დასრულებასთან. მოლაპარაკება შეიძლება არც დასრულდეს, რამდენიმე რაუნდი გაიმართოს და ზეგ ეს ვერ შედგეს, ვერ დასრულდეს იქ მოლაპარაკება და ამიტომ ვერავინ ვერ შევა. აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვართ მოლაპარაკების მომხრე და ხალხი რომელიც ვამბობთ, რომ მოლაპარაკება არ უნდა ჩაიშალოს.

არის ხალხი, რომელსაც სხვა დღის წესრიგი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. არის ერთი ხელმოცარული პარტია “ევროპული საქართველო” და მისი ორი ლიდერი უგულავა და ბოკერია, თვითონ ვერ მიიღეს მანდატები და ახლა უნდათ, რომ თავიანთი პარტიის დღის წესრიგი მოახვიონ მთელ ოპოზიციას თავს. არავის არ უნდა ამ ქვეყნაში ჯაჯგური და რევოლუცია, გარდა ამ ხალხისა. სამწუხაროდ, გიგა ბოკერიას მძევლად ჰყავს აყვანილი “ნაციონალური მოძრაობა,” – განაცხადა იოსელიანმა “დღის კურიერში”

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,043 ნახვა
%d bloggers like this: