საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: თბილისის მერია 2021 წელსაც გააგრძელებს უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას, მიხარია, რომ თბილისში არ შეჩერდება არც ინფრასტრუქტურული, არც სოციალური და არც ჯანდაცვითი პროექტები

Nusagi

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2021 წელსაც გააგრძელებს უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას, რისთვისაც ის ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოყოფილ 225 მილიონიან ტრანსფერსაც მიიღებს და ჯამში მისი ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონ ლარზე იქნება გათვლილი,- ამის შესახებ პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თბილისში არ შეჩერდება არც ინფრასტრუქტურული, არც სოციალური და არც ჯანდაცვითი პროექტები.

,,მოხარული ვარ, რომ თბილისში არ შეჩერდება არც ინფრასტრუქტურული, არც სოციალური და არც ჯანდაცვითი პროექტები. კერძოდ: ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება, ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაცია, თემქის ხევის პარკის მოწყობა, ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, ავარიული შენობების გამაგრება, 40 ათასამდე ადამიანზე გათვლილი უფასო სასადილოების მომსახურება, დამატებით 3500 ადამიანზე გათვლილი ცხელი სადილის პროგრამა და მრავალი სხვა მრავალი, რომელიც ჩვენი ქალაქის თითოეული მაცხოვრებლის კეთილდღეობაზეა გათვლილი“,- წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,164 ნახვა
%d bloggers like this: