Uncategorized

ლევან სამუშია: თუ გაინტერესებთ, მე ვარ პოლიტიკური ტყვის, რურუას ადვოკატი

Nusagi

პოლიტიკური ტყვეები ყოველდღე იმატებს და ეს ხალხი ჩვენ გვიყურებს,-ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს რუსთავი2-ის ეთერში გამართული დებატების დროს.

მისივე თქმით ის არის გიორგი რურუას ადვოკატი. 

„ჩვენ. „ ლელოს“ გვინდა შეთანხმება, ჩვენ, „ლელოს“ გვინდა ქვეყნის წინ წაყვანა, მაგრამ ეს შეთანხმება უნდა მოხდეს ვადამდელ არჩევნებზე, იმიტომ, რომ გაყალბდა არჩევნები და ქვეყანას ყავს პოლიტიკური ტყვეები, პოლიტიკური ტყვეები ივანიშვილის ხელში ყოველდღე იმატებს, ის ადამიანები დღეს ჩვენ გვიყურებენ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჩვენი მოთხოვნაა, მე ვარ ერთ-ერთი პოლიტპატიმრის ადვოკატი, თუ გაინტერესებს, პოლიტიკური ტყვის – რურუასი. ორი პოლიტიკური ტყვე დაამატეს და კიდევ ბევრს დაამატებენ. საარჩევნო წესებზეა საუბარი მთავარი? ეს პარლამენტი არის სიყალბის ნიმუში და ბიძინას დუქანი“,-განაცხადა მან. რაზეც ლევან იოსელიანმა უპასუხა, რომ მაშინ ამ სიყალბის ნიმუშისგან „ლელოს“ ფული არ უნდა აეღო. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,385 ნახვა
%d bloggers like this: