პოსტები სოციალური ქსელიდან

თამუნა კობერიძე – ,,სანოფის“ ქართული წარმომადგენლობის დათრევა სურდა სააკაშვილის ძმას, საფრანგეთის მთავრობა სანამ არ ჩაერია, იყო გაწევ-გამოწევა

Nusagi

სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო მომენტი, როცა სახელმწიფოს უნდოდა ნაკლები ხარისხის ინსულინის შემოტანა. სერიოზული ხმაური ატყდა მაშინ ჩვენი ექიმებისა და მსოფლიო ავტორიტეტული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. ,,სანოფის“ ქართული წარმომადგენლობის “დათრევა” სურდა სააკაშვილის ძმას. საფრანგეთის მთავრობა სანამ არ ჩაერია- იყო გაწევ-გამოწევა,- ამის შესახებ ფეისბუქმომხმარებელი თამუნა კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხარისხიანი ინსულინის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. კობერიძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამია თავისი ტელევიზიით არის ამ ქვეყნის მტერი.

,,2 დღეა, რაც გადაცემა ვნახე და მინდა დავწერო. მოკლედ დავწერ – 20 წელზე მეტია უშუალოდ ჩართული ვარ ტიპი 1 დიაბეტიან (ინსულინდამოკიდებული) ადამიანების პრობლემებში. 25 წელია საქართველოს ყველა დიაბეტიანი ბავშვი უფასოდ მარაგდება მსოფლიოს სამ საუკეთესო ინსულინებში შესული ინსულინით; 16 წლიდან ზევით – 2013/14 წლამდე საუკეთესო ინსულინით და მარტივი მოხმარების კალმებით მარაგდებოდნენ დიაბეტიან ადამიანთა შორის რისკის ქვეჯგუფები (ლაბილური, ორსულები და სხვა)- დამატებითი პროგრამის ფარგლებში.

2014 წლიდან საუკეთესო ინსულინით და შესაბამისი მარტივი მოხმარების აქსესუარებით მარაგდება ყველა; სწორედ ნაც მოძრაობის მმართველობის დროს იყო მომენტი, როცა სახელმწიფოს უნდოდა ნაკლები ხარისხის ინსულინის შემოტანა. სერიოზული ხმაური ატყდა მაშინ ჩვენი ექიმებისა და მსოფლიო ავტორიტეტული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. ძლივს გაიტანეს ეს საკითხი. სახელმწიფომ მაინც ცოტა ფული გამოყო და სანოფიმ (ვინც ტენდერი მოიგო) – თვითონ იზარალა და მაინც კომფორტული მოხმარების ფორმაში შემოიტანა ინსულინი;

სანოფის ქართული წარმომადგენლობის “დათრევა” სურდა სააკაშვილის ძმას. საფრანგეთის მთავრობა სანამ არ ჩაერია- იყო გაწევ-გამოწევა; ამ ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს (მათ შორის, დიაბეტიან ადამიანთა ჯანმრთელობის შენარჩუნების კუთხით), თუმცა ხარისხიანი ინსულინის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ნიკა გვარამია თავისი ბანძი ტელევიზიით არის ამ ქვეყნის მტერი“,- წერს თამუნა კობერიძე

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,201 ნახვა
%d bloggers like this: