პოლიტიკა

რა ჩანაწერები იპოვა გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის ტელეფონში სანდრა რულოვსზე?!

Nusagi

გერმანიის პროკურატურა 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებას განაგრძობს.     გუშინ ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის საქმეზე გერმანული გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.   

 მათი ცნობით, გამომძიებლებმა რულოვსს ოფიციალურად მიმართეს და მას, ჩვენების მისაცემად, ბერლინში ჩასვლაც კი სთხოვეს.   

 როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა.     ასევე ცნობილია, რომ გამომძიებლებმა რულოვსი ერთხელ ტელეფონით დაკითხეს, თუმცა აღნიშნული სატელეფონო საუბრის შინაარსი სასამართლო პროცესზე არ გაუმჟღავნებიათ, ამიტომ საქართველოს ყოფილი პირველი ლედისა და ხანგოშვილის დაგეგმილი შეხვედრის მოტივი უცნობი რჩება.     ექსპერტი მამუკა არეშიძე ყვება, თუ რატომ შეიძლება გამხდარიყო გერმანული გამოძიების ინტერესის ობიექტი სანდრა რულოვსი.

„უშუალოდ ზელიმხან ხანგოშვილთან სანდრა რულოვსის კავშირებზე მე არაფერი მსმენია, თუმცა ვიცი, რომ სანდრას ჰქონდა გარკვეული ურთიერთობები პანკისის ხეობაში და ხშირად ინტერესდებოდა იქ მიმდინარე პროცესებით. ეს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საჯაროდ გამოჩნდებოდა მისი ახლო ურთიერთობა თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, ვახა მაჩალიკაშვილთან.

ზელიმხანიც მაჩალიკაშვილის ნათესავია და არ არის გასაკვირი, სანდრას მასთანაც ჰქონოდა ურთიერთობები. ხანგოშვილი თავის დროზე იყო ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი, მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ლაფანყურის საქმეში. გერმანიის სპეცსამსახურს, როგორც ჩანს, აქვს ინფორმაცია სანდრა რულოვსის და ზელიმხან ხანგოშვილის კავშირის შესახებ.

ისინი გეგმავდნენ, ან უკვე ჰქონდათ შეხვედრები. აშკარაა, რომ გერმანიის გამოძიებას აქვს ჩანაწერები, მიმოწერა, რომელიც ამ ორ პიროვნებას შორის კონტაქტს ადასტურებს. რა თემაზე იყო ამ კონტაქტის დროს საუბარი, ეს ჯერ ან უცნობია, ან არ ამხელენ.

მე არ გამკვირვებია ეს ამბავი, რადგან ვიცოდი, რომ სანდრას აქტიური ურთიერთობები ჰქონდა პანკისის ხეობაში და კონკრეტულ პიროვნებებთან. გერმანიის პროკურატურა სატელეფონო ზარების მიხედვით გავიდა და არ არის გამორიცხული, მათ ჰქონდეთ საუბრის ჩანაწერებიც. რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა სანდრას? ეს ინტერესები ყოველთვის დაკავშირებულია მისი ქმრის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან, მაგრამ თუ დავუჯერებთ საქმეში ჩახედულ ზოგიერთ ადამიანს, ისინი თვლიან, რომ სანდრა არ არის მარტივი ფიგურა, ის არ გახლავთ მხოლოდ ყოფილი პირველი ლედი, ვინაიდან ახლო კონტაქტები ჰქონდა სპეციფიურ პიროვნებებთან საქართველოს ფარგლებს გარეთ.

არ მინდა ღიად ვისაუბრო, ამ კონტაქტების შინაარსზე. ზელიმხანთან თუ შეხვედრა ჰქონდა, ეს არ იყო განპირობებული მხოლოდ ხანგოშვილის პრობლემების მოსაგვარებლად. დარწმუნებული ვარ, ზელიმხანი სერიოზული ინფორმაციის მატარებელი იყო და აქედან გამომდინარე, სანდრას სწორედ ეს ინფორმაცია აინტერესებდა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს მას ჰქონდა სერიოზული როლი, იგივე ლაფანყურის საქმეში, თუმცა მისი როლი გასცდა ლაფანყურის საქმეს. მაშინ გადარჩენილი მებრძოლები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტნენ, იმ უბედურებას საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდნენ და მათ პრეტენზიები ჰქონდათ ზელიმხანის მიმართაც“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

ntv.ge

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,828 ნახვა
%d bloggers like this: