ჰაკერებმა მედიკამენტების ევროპულ სააგენტოს (EMA) შეუტიეს და კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოკუმენტაციის ნაწილი მოიპარეს. ინფორმაციას BioNTech ავრცელებს.
ჰაკერებმა დოკუმენტები სააგენტოს სერვერებიდან მოიპარეს. შეტევა ერთი დღით ადრე განხორციელდა, ვიდრე EMA ევროპარლამენტს ვაქცინის გამოყენების შესახებ განაცხადის განხილვისთვის მიმართავდა.
BioNTech-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, მიიღეს თუ არა ჰაკერებმა ცდებში მონაცილე პირების პირადი მონაცემები. EMA-ში აცხადებენ, რომ მომხდარს გამოიძიებენ. მათივე თქმით, შეტევა განაცხადის განხილვის ვადებზე არ იმოქმედებს.
Facebook Comments