Uncategorized

ბერკეტი გვაქვს და ეს არის ქუჩა – იდიოტებისა და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა

Nusagi

ახლა არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ამიტომ ყველა გააკეთებს თავის არჩევანს – მე ვარ პოლიტიკური დარვინიზმის მომხრე, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში არ შესვლით მოიპოვა ბერკეტი, და ეს ბერკეტი არის ქუჩა.

„ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, ბერკეტი მაშინ აღარ ექნებოდა, ახლა ბერკეტი გვაქვს.ამ ბერკეტს ჰქვია ქუჩა. ისევ იდიოტებისთვის და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა. დემოკრატია დაიბადა ათენის და რომის ქუჩებში – ეს იდიოტებისთვის, ხელისუფლების მეხოტბეებისთვის – დემოკრატიის აკვანი არის ქუჩა. „ქართული ოცნების” დეპუტაციას დიდი სიამოვნებით წავუკითხავ სალექციო კურსს დემოკრატიის სამშობლოსთან დაკავშირებით. ოპოზიციამ დღეს მოიპოვა ძალიან სერიოზული ტაქტიკური გამარჯვება, პირველი სესია მეათე პარლამენტმა გახსნა ცალფეხამ და ხეიბარმა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,978 ნახვა
%d bloggers like this: