პოლიტიკა

გია ვოლსკი tv-პირველის ჟურნალისტს: გარეთ რას მიყვიროდი? რაო?

Nusagi

გარეთ რას მიყვიროდი? რაო? რა გაკვეთილები უნდა ჩავატაროთო? ,-ასე მიმართა პარლამენტის წევრმა გია ვოლსკიმ ტვ-პირველის ჟურნალისტს, რომელიც პარლამენტის შენობაში, ვოლსკის გარშემო შეკრებილ ჟურნალისტებს შორის იყო.

ჟურნალისტებს აინტერესებდათ, ხომ არ არის ჩამოქვეითება თეა წულუკიანისთვის პარლამენტის წევრობა.

„პარლამენტის წევრობა ზოგადად არ არის ჩამოქვეითება. მით უმეტეს, კომიტეტის თავმჯდომარეობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საპარლამენტო მმართველობაა ქვეყანაში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.  

ინტერვიუს დროს მან ოპოზიციის გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა და მას მავნებლობა უწოდა.

„როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი, აშშ-ს თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ევროსაბჭოს წევრები  მოუწოდებენ, ეს არ არის პირადი ემოცია, ეს არის მათი სურვილი, თუ როგორი საქართველო უნდათ დაინახონ ჩვენმა მოკავშირეებმა.

რეგიონში, მსოფლიოში ურთულესი პროცესები მიმდინარეობს, ურთულესი დაპირისპირება მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, სტაბილური პლატფორმა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემას როდესაც აანალიზებ, ხვდები, რომ მავნებლობა, რომელიც ჩვენს ოპონენტებს განუზრახავათ, არ ეხება მხოლოდ პარლამენტს, ან მათ პირად მისწრაფებებს“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,100 ნახვა
%d bloggers like this: